სენატორი ბენ კარდინი – საქართველოს მმართველმა პარტიამ წარადგინა კანონი, რომელიც ლგბტქ უფლებებს ზღუდავს, აღნიშნული პაკეტი დაარღვევს შეკრების თავისუფლების უფლებებს
სენატორი ბენ კარდინი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი კანონი ლგბტქ უფლებებს ზღუდავს და მსგავსი კანონის მიღება უფრო გამოუთხრის ძირს დემოკრატიისადმი მთავრობის ერთგულების მიმართ ნდობას.
აღნიშნულის შესახებ ბენ კარდინმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„საქართველოს მმართველმა პარტიამ წარადგინა კანონი, რომელიც ლგბტქ უფლებებს ზღუდავს. აღნიშნული პაკეტი დაარღვევს შეკრების თავისუფლების უფლებებს და მსგავსი კანონის მიღება კიდევ უფრო გამოუთხრის ძირს დემოკრატიისადმი საქართველოს მთავრობის ერთგულების მიმართ ნდობას“, – წერს სენატორი ბენ კარდინი.
“Georgia’s ruling party has proposed legislation to roll back LGBTQ+ rights,” said Chair @SenatorCardin. “This package would violate the right to freedom of assembly & passage of such law would further undermine confidence in the Georgian government’s commitment to democracy.” https://t.co/PX8Q7WzZ3r
— Senate Foreign Relations Committee (@SFRCdems) August 19, 2024