სენატორებმა ჯიმ რიშმა და ჯინ შაჰინმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის შესახებ“ კონგრესში კანონპროექტი წარადგინეს
აშშ-ს კონგრესში რესპუბლიკელმა და დემოკრატმა სენატორებმა ჯიმ რიშმა და ჯინ შაჰინმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის შესახებ“ კანონპროექტი წარადგინეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ფაინენშალ თაიმსი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, სანქციები მიმართულია როგორც რუსული ნავთობტანკერების წინააღმდეგ, რასაც რუსეთი სანქციებისთვის თავის ასარიდებლად იყენებს, ასევე გათხევადებულ აირთან დაკავშირებული პროექტების წინააღმდეგაც.
დოკუმენტის ავტორებს შორის ორივე პარტიიდან კიდევ შვიდი კონგრესმენი ფიგურირებს.
როგორც მედია წერს, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, დოკუმენტი გააფართოებს შეზღუდვებს რუსეთის თავდაცვითი მრეწველობასთან მიმართებით და დარტყმა იქნება არქტიკაში არსებული ბუნებრივი აირის გათხევადების პროექტებზე.