სენატორები ჯინ შაჰინი და რონ ჯონსონი - მოვუწოდებთ მხარეებს, გაერთიანდნენ ქვეყნის სასარგებლოდ და მთლიანად შეასრულონ შეთანხმება, რომელიც გულისხმობს საარჩევნო და სასამართლო რეფორმას
სენატორები ჯინ შაჰინი და რონ ჯონსონი - მოვუწოდებთ მხარეებს, გაერთიანდნენ ქვეყნის სასარგებლოდ და მთლიანად შეასრულონ შეთანხმება, რომელიც გულისხმობს საარჩევნო და სასამართლო რეფორმას

მოვუწოდებთ მხარეებს, გაერთიანდნენ ქვეყნის სასარგებლოდ და მთლიანად შეასრულონ შეთანხმება, რომელიც გულისხმობს საარჩევნო და სასამართლო რეფორმას, რათა სამომავლოდ თავიდან იქნას აცილებული პოლიტიკური ჩიხი, – ამის შესახებ ნათქვამია ამერიკელი სენატორების, ჯინ შაჰინისა და რონ ჯონსონის ერთობლივ განცხადებაში, რომლითაც საქართველოში მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას ეხმაურებიან.

სენატორები მზადყოფნას გამოთქვამენ, საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის  დახმარებისთვის.

„გუშინდელი შეთანხმება არის დიდი, ძლიერი და სრულად ფუნქციური, დემოკრატიისკენ სწრაფვის მიმართულებით წინგადადგმული ნაბიჯი. ჩვენ ახლა მოვუწოდებთ მხარეებს, გაერთიანდნენ ქვეყნის სასარგებლოდ და მთლიანად შეასრულონ შეთანხმება, რომელიც გულისხმობს საარჩევნო და სასამართლო რეფორმას, რათა სამომავლოდ თავიდან იქნას აცილებული პოლიტიკური ჩიხი. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს ისეთი ქვეყნის შენებაში, რომელიც საკუთარი მოსახლეობის საჭიროებებს ემსახურება“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე ჯინ შაჰინი აქვეყნებს.