სენატორ რონ ჯონსონს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა

17:44, 03.10.2020

რესპუბლიკელ სენატორ რონ ჯონსონს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. ინფორმაციას „აქსიოსი“ რონსონის სპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.

სენატორს ამჟამად ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აქვს.

ჯონსონი მესამე რესპუბლიკელი სენატორია, რომელსაც „კოვიდ-19“ მას შემდეგ დაუდასტურდა, რაც ცნობილი გახდა, რომ ვირუსით ინფიცირებულია აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

მსგავსი