კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტი – საქართველოში რუსეთის უკანონო შეჭრისა და ოკუპაციიდან მე-11 წლისთავზე ჩვენი მეგობრების გვერდით ვდგავართ

17:42, 08.08.2019

საქართველოში რუსეთის უკანონო შეჭრისა და ოკუპაციიდან მე-11 წლისთავზე ჩვენ ვიხსენებთ დაზარალებულებს და ჩვენი მეგობრებისა და მოკავშირეების გვერდით ვდგავართ, – ამის შესახებ აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტი „ტვიტერზე“ წერს.

„საქართველოში რუსეთის უკანონო შეჭრისა და ოკუპაციიდან მე-11 წლისთავზე ჩვენ ვიხსენებთ დაზარალებულებს და ჩვენი მეგობრებისა და მოკავშირეების გვერდით ვდგავართ, რომლებიც იცავენ მათ ქვეყნებს რუსეთის აგრესიისგან“, – წერია აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის „ტვიტერის“ გვერდზე.

მსგავსი