სენატის ასიგნებების კომიტეტში ენტონი ბლინკენს სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინეს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისკენ შეძახილებით [ვიდეო]

სენატის ასიგნებების კომიტეტში მოსმენაზე ამერიკის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს დემონსტრანტებმა გამოსვლა რამდენჯერმე შეაწყვეტინეს.

ბლინკენის გამოსვლის დაწყებიდან მალევე დარბაზში გაისმა შეძახილები: „ცეცხლის შეწყვეტა ღაზის სექტორში!“ „გადაარჩინეთ ბავშვები ღაზის სექტორში!“

დემონსტრანტების ნაწილს ხელები ჰქონდა წითლად შეღებილი.

„პალესტინიდან მექსიკამდე ყველა კედელი უნდა დაინგრეს!“ – სკანდირებდნენ დემონსტრანტები.