სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

16:47, 21.01.2019

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.

ხანძრის გამომწვევ მიზეზად ელექტროგაყვანილობა სახელდება.

შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის სამი ბრიგადა მუშაობდა. ხანძარი ლოკალიზებულია.

ადგილზე იმყოფება ნოსირის ტერიტორიულ ერთეულში მერიის წარმომადგენელი. დაზარალებულ ოჯახს მერია ფინანსურ დახმარებას გაუწევს.

მსგავსი