სენაკის ბაზარში დასაქმებულები ითხოვენ, სავაჭრო ობიექტი არ დაიხუროს
სენაკის ბაზარში დასაქმებულები ითხოვენ, სავაჭრო ობიექტი არ დაიხუროს

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური შტაბის გადაწყვეტილებას, სენაკის ბაზრის დახურვასთან დაკავშირებით, ადგილზე დასაქმებულები უარყოფითად აფასებენ. მათი თქმით, ბაზრის დახურვის შემთხვევაში, აქციებს მიმართავენ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ გუშინ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ზუგდიდისა და ფოთის ბაზრებმა ვითარება გააუმჯობესეს და მათი დახურვის საკითხი არ დგას. რაც შეეხება სენაკის აგრარულ ბაზარს, გუბერნატორმა იქ არსებული ვითარება უარყოფითად შეაფასა.

სენაკის ბაზარი 6 აპრილს დროებით დაიხურება.