სემინარზე „მასწავლებელი-მეგზური ევროპისკენ" საუკეთესო პროექტების ავტორი მასწავლებლები დააჯილდოვეს
სემინარზე „მასწავლებელი-მეგზური ევროპისკენ" საუკეთესო პროექტების ავტორი მასწავლებლები დააჯილდოვეს

“ევროპის დღეები 2018”-ის ფარგლებში სემინარი „მასწავლებელი-მეგზური ევროპისკენ” გაიმართა.

სემინარში დედაქალაქიდან და რეგიონებიდან 100-მდე მასწავლებელი მონაწილეობდა.

ღონისძიების მონაწილეები ორი დღის განმავლობაში საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე, თანამშრომლობის მიმდინარე პროექტებსა და შესაძლებლობებზე მიიღებენ ინფორმაციას.

სემინარის გახსნაზე საუკეთესო პროექტების ავტორი მასწავლებლები დააჯილდოვეს. გამარჯვებულები ერთკვირიანი სასწავლო ვიზიტით ესტონეთში გაემგზავრებიან.

აღნიშნული პროექტები პედაგოგების მიერ მთელი წლის განმავლობაში ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციის მიზნით, სხვადასხვა აქტივობის სახით ხორციელდებოდა.