სემეკ-მა თბოელექტროსადგურების ტარიფები გაზარდა
სემეკ-მა თბოელექტროსადგურების ტარიფები გაზარდა

სემეკ-მა თბოელექტროსადგურების ტარიფები გაზარდა. გადაწყვეტილებას ამ ეტაპზე ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფზე გავლენა არ ექნება, რადგან მოსახლეობისთვის ტარიფები 2019 წლის ბოლომდეა დამტკიცებული.

დღევანდელი გადაწყვეტილებით, „მტკვარი ენერჯის“ წარმოების ტარიფი 1.666 თეთრით გაიზარდა (11.097 თეთრამდე); „გარდაბნის თბოსადგურის“ – 0.310 თეთრით (8.322 თეთრამდე); „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ მესამე და მეოთხე ბლოკის – 1.251 თეთრით (12.761 თეთრამდე), ხოლო „მტკვარი ენერჯის“ – 0.134 თეთრით (11.646 თეთრამდე).

სემეკ-ის გადაწყვეტილებით, ყველა კომპანიისთვის, „გარდაბნის თბოსადგურის“ გარდა, მოიმატა გარანტირებული სიმძლავრის საფასურმაც. ყველაზე მეტად ცვლილება „მტკვარი ენერჯიზე“ აისახა, რომლის ტარიფი დღეზე 17,491 ლარით, 77,121 ლარამდე გაიზარდა.