სემეკ-მა მომხმარებლებს უსაფუძვლოდ ან ხანდაზმული დავალიანების სახით დარიცხული 7 489 ლარი ჩამოაწერა

11:41, 23.11.2018

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ საჯარო სხდომაზე მომხმარებელთა საჩივრები განიხილა.

კომისიამ მომხმარებლებს კომპანიების მხრიდან უსაფუძვლოდ ან ხანდაზმული დავალიანების სახით დარიცხული 7 489 ლარი ჩამოაწერა.

კომისია მოუწოდებს მომხმარებლებს, თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს აბონენტების უფლებების შეზღუდვას, მიმართონ სემეკ-ს ან სემეკ-თან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს.

მსგავსი