სემეკ-ის წევრი - შეუძლებელია, ყოველთვიურად დაითვალოს რომელიმე ტარიფი
სემეკ-ის წევრი - შეუძლებელია, ყოველთვიურად დაითვალოს რომელიმე ტარიფი

რა თქმა უნდა შეუძლებელია, ყოველთვიურად დაითვალოს რომელიმე ტარიფი. ასეთ პრაქტიკას მსოფლიოში ანალოგი არ აქვს, – ამის შესახებ სემეკ-ის წევრმა, გიორგი ფანგანმა თბოელექტროსადგურების ნაწილის მოთხოვნის საპასუხოდ განაცხადა.

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი ითხოვს, რომ სატარიფო მეთოდოლოგია შეიცვალოს და ტარიფი გადაიხედოს ყოველთვიურად, ნაცვლად ყოველწლიურისა.

გიორგი ფანგანის თქმით,  მსგავსი პრაქტიკა არ არსებობს და შეუძლებელია, ტარიფის ასეთი ხშირი გადახედვა.

“თბოსადგურებთან დაკავშირებით ტარიფები იხედება ყოველწლიურად და ასე დარჩება. რა თქმა უნდა, შეუძლებელია, ყოველთვიურად დაითვალოს რომელიმე ტარიფი. ასეთ პრაქტიკას, მსოფლიოში არ აქვს ანალოგი. მეთოდოლოგია რაც არის დღევანდელი სრულად პასუხობს იმ მოთხოვნებს, რაც არის დარგში, თუნდაც კონკრეტულად რაც არის თბოელექტროსადგურების კუთხით. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ კომპანიების ინტერესი მთლიანად არის გათვალისწინებული და მათ არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ საქმინაობაში”, –  განაცხადა გიორგი ფანგანმა.