სემეკ-ი მიმდინარე წელს ელექტრომობილების დამუხტვის ახალი წესის შემუშავებას გეგმავს
სემეკ-ი მიმდინარე წელს ელექტრომობილების დამუხტვის ახალი წესის შემუშავებას გეგმავს

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია მიმდინარე წელს ელექტრომობილების დამუხტვის ახალი წესის შემუშავებას გეგმავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განუცხადა.

ნარმანიას თქმით, სემეკ-ი ევროპულ გამოცდილებას სწავლობს და ახალი რეგულაციები ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებით შემუშავდება.

„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ ახალი კანონიდან გამომდინარე, უფლებამოსილება გვაქვს, ელექტრომობილების დამტენებთან და მის ექსპულატაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე სპეციალური წესი დავადგინოთ. ევროპულ გამოცდილებას ვსწავლობთ და ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებით, ამ წესს მიმდინარე წლის განმავლობაში მივიღებთ. ახალი რეგულაციით ელექტროენერგიის ქსელზე დაშვებასთან დაკავშირებული საკითხები იქნება რეგულირებული“, – განაცხადა ნარმანიამ.