სეიშელის კუნძულები 25 მარტიდან ყველა ტურისტისთვის გაიხსნება

17:12, 05.03.2021

სეიშელის კუნძულები 25 მარტიდან ყველა ტურისტისთვის გაიხსნება.

როგორც „ბიბისი“ წერს, კუნძულებზე გამგზავრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ვაქცინა გაკეთებული. ერთადერთი გამონაკლისი სამხრეთ აფრიკის მოქალაქეების იქნებიან.

როგორც სეიშელის კუნძულების ტურიზმის მინისტრმა განაცხადა, ერთადერთი დოკუმენტი, რომელსაც ტურისტებს მოსთხოვენ, კოვიდტესტის პასუხია, რომელიც მოქალაქეს ბოლო 72 საათში უნდა ჰქონდეს გაკეთებული.

ამასთან, ტურისტებს კვლავ მოუწევთ პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა.

მსგავსი