სებასტიან პინიერა - ჩილეს ჯანდაცვის სისტემა შესაძლებლობების მაქსიმალურ ზღვარზე მუშაობს
სებასტიან პინიერა - ჩილეს ჯანდაცვის სისტემა შესაძლებლობების მაქსიმალურ ზღვარზე მუშაობს

ჩილეს ჯანდაცვის სისტემა შესაძლებლობების მაქსიმალურ ზღვარზე მუშაობს,- ამის შესახებ განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა სებასტიან პინიერამ გააკეთა.

მისი თქმით, საავადმყოფოების ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში ადგილები თითქმის აღარ არის დარჩენილი, რის გამოც ხელისუფლება ახალი საველე ჰოსპიტლის გახსნას აპირებს.

„ბიბისის“ ცნობით, ჩილეში უკვე აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის 70 000 შემთხვევა, 700-ზე მეტი ადამიანი კი დაიღუპა.

ეპიდემიის გამო ქვეყნის დედაქალქში მკაცრი კარანტინი მოქმედებს.

დატოვე კომენტარი