სებასტიან მოლინეუსი - ვულოცავ მთავრობას, მსოფლიო ბანკისთვის ნამდვილად ძლიერ პარტნიორს, რომ ინტერნეტიზაციის საპილოტე პროექტი კარგად დავასრულეთ
სებასტიან მოლინეუსი - ვულოცავ მთავრობას, მსოფლიო ბანკისთვის ნამდვილად ძლიერ პარტნიორს, რომ ინტერნეტიზაციის საპილოტე პროექტი კარგად დავასრულეთ

საქართველომ დაიწყო შესანიშნავი მოგზაურობა ციფრულ სამყაროში, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, სებასტიან მოლინეუსმა გურიაში, ბახვის საჯარო სკოლაში, ინტერნეტიზაციის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

სებასტიან მოლინეუსის თქმით, ეს არის ფასდაუდებელი პროექტი, განსაკუთრებით კოვიდის პანდემიის პირობებში, რადგან ინტერნეტის საშუალებით ძალიან ბევრი შესაძლებლობა იქმნება.

„მიმაჩნია, რომ ეს ნამდვილად დაეხმარება ქვეყანას ფანჯრების გახსნაში და მომავალში გაიხსნება ფანჯარა, შეიქმნება ახალი შესაძლებლობები, პირველ ეტაპზე, ძირითადად სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის. მე გილოცავთ მეგობრებო, მოსწავლეებო, პედაგოგებო ამ შესანიშნავი სკოლის კოლექტივო და გურიის მოსახლეობავ იმ მიღწევას, რომ ასეთი სწრაფი, ხელმისაწვდომი, სანდო და დაცული ფართოზოლოვანი ინტერნეტი გექნებათ. ვულოცავ მთავრობასაც, ნამდვილად ძლიერ პარტნიორს მსოფლიო ბანკისთვის, რომ საპილოტე პროექტი კარგად დავასრულეთ. ეს არის ფასდაუდებელი პროექტი, განსაკუთრებით კოვიდის პანდემიის პირობებში, რადგან ბევრი შესაძლებლობა იქმნება ინტერნეტის საშუალებით. „ოუფენნეტის“ პროექტი, რომელსაც მხარს უჭერს მსოფლიო ბანკი და ასევე ევროპის საინვესტიციო ბანკი, დააკავშირებს მეტ ადამიანებს, საწარმოებს, დაწესებულებებს, მთელს ქვეყანაში ძალიან სწრაფ, უკეთეს და სანდო ინტერნეტ მომსახურებით მთელ სამყაროს. ეს პროექტი, რომელიც Log in Georgia-ს პროექტის ფარგლებში ხორციელდება, 500 000 ადამიანის სასარგებლოდ კეთდება სოფლად, ათასზე მეტ სოფელში. ეს არის ნამდვილად თვალსაჩინო დასტური იმისა, რომ  მსოფლიო ბანკი, დიდი სიხარულით ვერთვებით და მხარს ვუჭერთ ამ პროექტს. ბატონო პრემიერ-მინისტრო, მინისტრებო, მადლობას გიხდით ნაკისრი ვალდებულებისთვის და ერთგულებისთვის ამ პროექტის მიმართ“, – განაცხადა სებასტიან მოლინეუსმა.

მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა ასევე ისაუბრა იმ შესაძლებლობებზე, რაც აღნიშნული პროექტით ბავშვებს ექნებათ.

„ბავშვები მონაწილეობას მიიღებენ ონლაინსწავლების პროგრამებში, განსაკუთრებით მიუვალ რეგიონებში, სადაც რთულია ინტერნეტზე წვდომა. წარმოიდგინეთ, რა სარგებელს მიიღებს ადგილობრივი წარმოება, სოფლის მეურნეობის სფეროში, ტურიზმში, რომლებიც ონლაინპლატფორმებზე გაყიდიან თავიანთ ნაწარმს. ასევე მოსახლეობას, ზოგადად, ისინი სარგებელს მიიღებენ ციფრული ფინანსური მომსახურებით, საჯარო მომსახურებით, უშუალოდ მოხდება ურთიერთობა ინტერნეტის საშუალებით, ტელემედიცინის საშუალებით ისარგებლებენ ამ პროექტის ფარგლებში. ნამდვილად მინდა, ყველამ თვალსაჩინოდ წარმოიდგინოს – როდესაც შატილში ვიყავი, ვნახე, რომ ბავშვები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ფეხით მიდიან იმ ადგილამდე, სადაც სიგნალს კარგად იჭერს ხელსაწყო, კომპიუტერი იქნება, თუ ტელეფონი. ამ პროექტის ფარგლებში, ეს ნაკლოვანება აღმოიფხვრება. ბავშვები თავისუფლად შეძლებენ, სახლიდან გაუსვლელად ისწავლონ და ჩაერთონ ინტერნეტში“, – აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში.

სებასტიან მოლინეუსმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ მსოფლიო ბანკი საქართველოს მთავრობის ძლიერი პარტნიორია.

„მახარებს, რომ მსოფლიო ბანკი არის ძლიერი პარტნიორი საქართველოს მთავრობის, მახარებს, რომ მხარს ვუჭერთ ინიციატივას, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ჩვენ დიდი პროექტი გვაქვს, საქართველოს ვეხმარებით ადამიანური კაპიტალის განვითარებაში, ინოვაციების განვითარებაში, ინსტიტუციონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობაში, როგორც რეგიონებში, ასევე დიდ ქალაქებში. მახარებს, რომ კერძო სექტორსაც ვეხმარებით, ტურიზმს, სოფლის მეურნეობას. ყველა ეს ინიციატივა, მიმაჩნია, რომ საქართველოს, უფრო კონკურენტულს გახდის, როგორც ქვეყანას, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და ხალხს ექნება უკეთესი შესაძლებლობა. საბოლოო ჯამში, მინდა ვთქვა, რომ პირადად ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ბახვში ვიმყოფები, გურიაში მანქანით მოვდიოდი, ულამაზესი ბუნებაა. ეს 300-წლიანი ხე რად ღირს მეგობრებო, მის ჩრდილში ახლა ვსხედვართ და ეს არის ისტორია, რომელიც საქართველოს აქვს და ბევრია ასეთი მაგალითი. ასეთი მდიდარი კულტურა, ისტორია, კიდევ უფრო მეტად განვითარდება ამ ფართოზოლოვანი ინტერნეტით და დიდი შესაძლებლობები შეიქმნება ქვეყანაში, დაეხმარება მთელს ქვეყანას, რომ ინტერნეტით ჩაერთოს მთელს მსოფლიოს. ბატონო პრემიერ-მინისტრო, მინისტრებო, პედაგოგებო, მოსწავლეებო, მეგობრებო, გულწრფელად გილოცავთ ამ დიდ მიღწევას და მადლობას გიხდით ძლიერი პარტნიორობისთვის“, –  აღნიშნა სებასტიან მოლინეუსმა.