სებასტიან მოლინეუსი - მზად ვართ, ამ რთულ პერიოდში საქართველოს დახმარება გავუწიოთ
სებასტიან მოლინეუსი - მზად ვართ, ამ რთულ პერიოდში საქართველოს დახმარება გავუწიოთ

ჩვენ ვაწარმოებთ ანალიტიკურ სამუშაოს, უზრუნველვყოფთ ფინანსურ მხარდაჭერას საჭიროების შემთხვევაში და მზად ვართ, გავუწიოთ ნებისმიერი დახმარება საქართველოს ამ რთულ პერიოდში, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, სებასტიან მოლინეუსმა განაცხადა.

მისი თქმით, მსოფლიო ბანკი დროულ ანალიტიკურ მხარდაჭერას უწევს საქართველოს.

„ჩვენ მხარდაჭერას ვუწევდით როგორც ფინანსთა სამინისტროს, ასევე საქართველოს ეროვნულ ბანკს, ვაანალიზებდით უკრაინაში მიმდინარე ომისა და ასევე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმის გავლენას, ასევე, თუ როგორი გავლენა ექნება მას საქართველოს ეკონომიკაზე. ვიცით, რომ ამას გავლენა ექნება სავაჭრო არხებზე და ასევე ინფლაციაზე. დამატებით შევთავაზეთ ჩვენი მხარდაჭერა ფინანსირებისთვის, თუ ეს საჭირო იქნება. ვფიქრობ, ეს ცოტა ნაადრევია. ჩვენ ვაწარმოებთ ანალიტიკურ სამუშაოს, უზრუნველვყოფთ ფინანსურ მხარდაჭერას საჭიროების შემთხვევაში და მზად ვართ, გავუწიოთ ნებისმიერი დახმარება საქართველოს ამ რთულ პერიოდში. არავინ იცის, რამდენ ხანს გასტანს ეს, უკეთესის იმედი უნდა გვქონდეს და მზად უნდა ვიყოთ უარესისთვის. მსოფლიო ბანკი ხანგრძლივი პარტნიორია საქართველოსი, 30 წელია, და კვლავაც გავაგრძელებთ ვიყოთ მტკიცე პარტნიორები საქართველოსთვის ამ რთულ დროს“, – განაცხადა მოლინეუსმა.

​სებასტიან მოლინეუსის თქმით, ჯერჯერობით ნაადრევია ეკონომიკურ ზრდაზე საუბარი.

„ნამდვილად ჩვენი პროგნოზებია, რომ საქართველოს ზრდა 5.5%-დან 2.2%-ზე დაეცემა. ვფიქრობ პირველი სამი თვე შედარებით მტკიცე იყო, ხოლო მომდევნო თვე კრიტიკული გამოდგება. შემდეგ, ვფიქრობ, გაცილებით უკეთეს მდგომარეობას ვიხილავთ, რათა შევაფასოთ, როგორი იქნება რეალური ზრდა საქართველოსთვის ამ წელს. თუმცა, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ზრდა წლის პირველი სამი თვე რეალურად მტკიცე იყო“, – განაცხადა მოლინეუსმა.

დატოვე კომენტარი