სებასტიან კურცი – პოლიცია უმკაცრეს ზომებს მიიღებს ამ საშინელ ტერორისტულ აქტში მონაწილეების მიმართ
ავსტრიის კანცლერი სებასტიან კურცი ვენაში მომხდარ თავდასხმას ტერორისტულ აქტად აფასებს და აცხადებს, რომ პოლიცია უმკაცრეს ზომებს მიიღებს ამ საშინელ ტერორისტულ აქტში მონაწილეების მიმართ.
„ქვეყანაში ახლა ძალიან მძიმე დრო გვაქვს. მინდა მადლობა ვუთხრა ყველა სამსახურის თანამშრომელს, რომელიც ახლა საკუთარ სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებს. განსაკუთრებით, დღეს, ჩვენი უსაფრთხოებისთვის. ჩვენი პოლიცია უმკაცრეს ზომებს მიიღებს ამ საშინელ ტერორისტულ აქტში მონაწილეების მიმართ“, – წერს სებასტიან კურცი.
Wir erleben gerade schwere Stunden in unserer Republik. Ich möchte allen Einsatzkräften danken, die insbesondere heute für unsere Sicherheit ihr Leben riskieren. Unsere Polizei wird entschlossen gegen die Täter dieses widerwärtigen Terroranschlags vorgehen.
— Sebastian Kurz (@sebastiankurz) November 2, 2020