სებასტიან ფეტელმა გერმანიის გრან პრის პოული მოიგო
სებასტიან ფეტელმა გერმანიის გრან პრის პოული მოიგო

„ფორმულა 1“-ში მსოფლიოს ჩემპონატის მე-11 ეტაპი – გერმანიის გრან პრი „ჰოკენჰაიმრინგის“ტრასაზე ხვალ გაიმართება. მანამდე კი, საკვალიფიკაციო რბოლა ჩატარდა, რომელიც ჩემპიონატის ლიდერის, გერმანელი სებასტიან ფეტელის ტრიუმფით დასრულდა.

„ფერარის“ პილოტმა საუკეთესო წრე 1 წუთსა და 11.212 წამში გაიარა და კარიერაში 55-ე პოული მოიპოვა.

მეორე ადგილიდან აიღებს სტარტს „მერსედესის”“ პილოტი ვალტერი ბოტასი, მესამედან – „ფერარის“ მეორე წევრი კიმ რაიკონენი.

რაც შეეხება ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ფეტელის მთავარ კონკურენტს, „მერსედესის“ პილოტ ლუის ჰემილტონს, მან მხოლოდ მე-14 ადგილი დაიკავა, რადგან კვალიფიკაციის მეორე სეგმენტში მანქანაზე გადაცემათა კოლოფი მწყობრიდან გამოვიდა.

10 ეტაპის შემდეგ, ფეტელს საერთო ჩათვლაში 171 ქულა აქვს და ჰემილტონს 8 ქულით უსწრებს.