სბრაჟამ მანჩესტერი დატოვა
სბრაჟამ მანჩესტერი დატოვა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ 23-წლამდელების მთავარმა მწრთვნელმა რიკი სბრაჯამ კლუბი დატოვა. ის რამოდენიმე წლის წინ რეზერვებს წვრთნიდა, ხოლო 2017 წლიდან „ოლდ ტრაფორდზე“ 23-წლამდელებს ედგა სათავეში.

პრემიერლიგა 2-ში, გასულ სეზონში, რიკიმ 12-გუნდიან დივიზიონში მეექვსე ადგილზე გაიყვანა კლუბი.
სბრაჯას მიერ „მანჩესტერის“ დატოვების გამო, ნიკი ბატს დამატებითი საზრუნავი გაუჩნდება. შეგახსენებთ, რომ ბატი გუნდის აკადემიას ხელმძღვანელობს.