საზონოვმა შეცვლაზე ითამაშა - „ტორინომ“ „უდინეზე“ დაამარცხა #1TVSPORT
საზონოვმა შეცვლაზე ითამაშა - „ტორინომ“ „უდინეზე“ დაამარცხა #1TVSPORT

„ტორინო“, სადაც საქართველოს ნაკრების მცველი საბა საზონოვი თამშობს, „უდინეზეს“ ესტუმრა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა – 2:0.

არ გამართლდა იტალიურ მედიაში გამოთქმული ვარაუდი, რომ საზონოვი იტალიის სერია A-ს 29-ე ტურის დაპირისპირებაში ტურინელთა ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდებოდა – საბა მოედანზე მხოლოდ 83-ე წუთზე, შეცვლაზე შევიდა.

ტორინომ“ თამაში დამაჯერებლად ჩაატარა და პირველივე ტაიმში დაწინაურდა. მე-10 წუთზე მერგიმ ვოივოდას გადაცემით დუვან ზაპატამ ანგარიში გახსნა. 53-ე წუთზე კი ნიკოლა ვლასიჩმა „უდინეზეს“ მეორე ბურთიც გაუტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

სერია A-ში გამართული 29 ტურის შემდეგ „ტორინომ“ 41 ქულა დააგროვა, მე-10 ადგილზეა და სეზონის დასრულებამდე ცხრა ტურით ადრე ევროტურნირებზე გამსვლელ გუნდებთან ჩამორჩენა ექვს ქულამდე შეამცირა.