„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებების პროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებების პროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებების პროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს ბიუროს სხდომაზე მიიღეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ აღნიშნულის შესახებ განმარტება ჯანდაცვის კომიტეტის წარმომადგენლებს სთხოვა.

„კიდევ ერთხელ ჩვენს კოლეგებს და საზოგადოებასაც რომ განვუმარტოთ, ინიციატივა ჯანდაცვის კომიტეტის მიერ არის ინიცირებული და ის ემსახურება „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დაწყების დაჩქარებას. კერძოდ, ეს საკანონმდებლო ცვლილება დაეხმარება მთავრობას, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადებში უახლოეს პერიოდში დაიწყოს საქართველოში ვაქცინაციის პროცესი. მოგეხსენებათ, რომ მთავრობა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ვაქცინასთან დაკავშირებით, ეს არის პირველ რიგში კოვაქს პლატფორმა, თუმცა ასევე მოლაპარაკებები მიმდინარეობს და განიხილება ყველა ხარისხიანი ვაქცინის მიღების შესაძლებლობებზე,მოგეხსენებათ, ჩვენი ამოცანა ახლა არის, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადებში ერთ-ერთმა პირველებმა უზრუნველვყოთ პირველ რიგში რისკ-ჯგუფების ვაქცინაცია,შემდეგ ფართო მოსახლეობის ვაქცინაცია,სწორედ ამ პროცესის დაჩქარებაზე უზრუნველყოფას ეხება ეს საკანონმდებლო ცვლილება.ინიციატორი ითხოვს დაჩქარებული წესით განხილვას“, – განაცხადა თალაკვაძემ.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლადო კახაძემ განაცხადა, პანდემია გადაუდებელ ჩარევას ითხოვს.

„ფარმაციის პროდუქტის მწარმოებელი სახელმწიფოები გვთავაზობენ თანამონაწილეობას იმ რისკებში შეხიდებაში, რაც შეიძლება თან სდევდეს ამ ვაქცინაციის პროცესს იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს კანონით რეგულირებული ეს ყველაფერი რაც ეხება ვაქცინაციას და ჩვენს ქვეყანაში ვითარდება ეს სისტემატიურად და მაღალი დონით, მაგრამ რადგან ეს ვადაზე ადრე არის დაკავშირებული ამ ვაქცინის შემოტანასთან ჩვენთან, ამ პროდუქტის მწარმოებელი ქვეყანა ზიარებას გვთხოვს იმ გართულებებში, რომელიც შეიძლება თან ახლდეს და ამის ინიციატივას ჩვენ ვიზიარებთ გარკვეულწილად იმიტომ, რომ პირველი და გადაუდებელი არის ჩვენთვის ამ ვაქცინის დროულად შემოტანა და მისი რეალიზება. მთავარი ეს არის. სახელმწიფოს ბევრჯერ აუღია თავის თავზე დიდი ვალდებულებები თავისი მოსახლის მიმართ და ყველა პირნათლად შეუსრულებია. ამ შემთხვევაშიც გამოვდივართ იქიდან, რომ პანდემია ითხოვს გადაუდებელ ჩარევას და ჩვენისთანა პატარა ქვეყანა ყველა შემოთავაზებისათვის მზად არის და აქტიურად მუშაობს ამ ბაზარზე რომ იმ დათქმულ ვადაზე ადრე დავიწყოთ ჩვენ მაღალი დონის პრეპარატის შემოტანა ვაქცინის სახით და მგონი, მათი ეს შემოთავაზება ჩვენს მიერ მისაღები უნდა იყოს და გასაზიარები“, – განაცხადა კახაძემ.

დავით სერგეენკოს თქმით კი, „შინაარსობრივად ეს კანონპროექტი არის იგივე მოცემულობა, რაზეც სახელმწიფოს უკვე აქვს პასუხისმგებლობა აღებული გეგმიურ, კალენდარულ ვაქცინებთან მიმართებაში.

„კოვაქსის და მწარმოებლების მოთხოვნაა, რომ იგივე პასუხისმგებლობა გავრცელდეს ამ ვაქცინაზეც, „კოვიდის“ საწინააღმდეგო ვაქცინაზეც და ვადები არის მოცემული საკმაოდ შემჭიდროებული. თუ სწორად მახსოვს ისინი ითხოვენ 28 იანვრამდე უკვე გარკვეული ზომების გატარებას, ასე რომ ვადები მართლაც შემჭიდროებული არის“, – განაცხადა სერგეენკომ.