სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2027 წელს საქართველოში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 5.7 პროცენტი იქნება, სომხეთში – 5.5 პროცენტი, აზერბაიჯანში კი – 2.3 პროცენტი
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის 2027 წლის ეკონომიკური პროგნოზი წარმოადგინა. ექსპერტების პროგნოზით, საქართველოში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 2027 წელს 5.7 პროცენტი იქნება, სომხეთში – 5.5 პროცენტი, აზერბაიჯანში კი – 2.3 პროცენტი.
ამასთან, 2026 წლის პროგნოზით, საქართველოს მშპ–ს ზრდა 7.2 პროცენტი იქნება, სომხეთის – 5.5 პროცენტი, აზერბაიჯანის კი – 1.7 პროცენტი.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი უმუშევრობის პროგნოზებსაც აქვეყნებს, რომლის თანახმად, 2027 წელს საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი, 2026 წლის მსგავსად, 13.9 პროცენტი იქნება, სომხეთში – 12.7 პროცენტი, აზერბაიჯანში კი – 5.2 პროცენტი. 2026 წლის მაჩვენებლით სომხეთში უმუშევრობა 12.8 პროცენტზეა, აზერბაიჯანში კი – 5.3 პროცენტზე.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშის მიხედვით, სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი საქართველოში – 2026 წელს 5.4 პროცენტით და 2027 წელს 3.6 პროცენტით, სომხეთში – 2026 წელს 4.6 პროცენტით და 2027 წელს 3.6 პროცენტით, ხოლო აზერბაიჯანში 2026 წელს 5.8 პროცენტით და 2027 წელს 5.6 პროცენტით არის განსაზღვრული.