სავალუტო ფონდი - ხელისუფლება ახალი, ერთჯერადი სოციალური ხარჯის განხორციელებას გეგმავს
სავალუტო ფონდი - ხელისუფლება ახალი, ერთჯერადი სოციალური ხარჯის განხორციელებას გეგმავს

საქართველოს ხელისუფლება გეგმავს ახალი ერთჯერადი სოციალური ხარჯის დაანონსებას, რომელზეც მომავალ წელს მთლიანი შიდა პროდუქტის 0.2 პროცენტი მიიმართება. ამის შესახებ საუბარია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში, რომელიც საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ მოვლენებს მიმოიხილავს.

ფონდის ცნობით, ხარჯი ბიუჯეტიდან 2019 წლის მეორე ნახევარში განხორციელდება და ამისთვის მთავარ საფინანსო დოკუმენტში ცვლილების შეტანა იქნება აუცილებელი.

სსფ-ში არ აკონკრეტებენ, რა ტიპის სოციალურ პროგრამაზეა საუბარი.

დოკუმენტის ამავე ნაწილში მითითებულია, რომ ხელისუფლება უფილტრო სიგარეტზე აქციზის გაზრდას აპირებს, რათა ფილტრიანი სიგარეტის განაკვეთს გაუტოლდეს.