სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტად სავარაუდოდ გიორგი პერტაიასა და დავით აფციაურის კანდიდატურებს წარადგენენ
სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტად სავარაუდოდ გიორგი პერტაიასა და დავით აფციაურის კანდიდატურებს წარადგენენ

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტობისთვის სავარაუდოდ ორი კანდიდატი იბრძოლებს.

„ბიზნესპარტნიორის“ ინფორმაციით, პალატის საბჭოზე, რომელიც დღეს, 13:00 საათზე სასტუმრო „რედისონშია“ დაგეგმილი, ამ თანამდებობაზე ორი კანდიდატს წარადგენენ –  გიორგი პერტაიას, რომელიც გასულ წლებში ბიზნესომბუდსმენი იყო და დავით აფციაურს, რომელიც „ბანკი ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი წევრი და ჩინეთში საქართველოს ყოფილი ელჩია.

პრეზიდენტს პალატის საერთო კრება საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატებისგან აირჩევს. საერთო კრება 4 ივლისს, 12:00 საათზე გაიმართება.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი თანამდებობას დღეს ტოვებს. ის  პალატის პრეზიდენტად 2015 წელს აირჩიეს.