„საუთჰემპტონის“ ნახევარმცველმა „ტოტენჰემისთვის“ სამედიცინო შემოწმება გაიარა
„საუთჰემპტონის“ ნახევარმცველმა „ტოტენჰემისთვის“ სამედიცინო შემოწმება გაიარა

„საუთჰემპტონის“ ნახევარმცველი პიერ ჰოიბერგი ახლოს არის „ტოტენჰემში“ გადასვლასთან. 25 წლის დანიელმა უკვე გაიარა ლონდონური კლუბისთვის სამედიცინო შემოწმება.

ჰოიბერგსა და „ტოტენჰემს” შორის კონტრაქტი უახლოეს პერიოდში უნდა გაფორმდეს. ტრანსფერის თანხა დაახლოებით 16 მილიონ ევროს გაუტოლდება.

დანიელ ფეხბურთელზე ასევე პრეტენზიას აცხადებდნენ ლონდონის „არსენალი“ და „ევერტონი“.

ჰოიბერგი „საუთჰემპტონში“ 2016 წლიდან თამაშობს. გასულ სეზონში მან 33 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი შედეგიანი პასი შეასრულა.