საუთჰემპტონი - მანჩესტერ სიტის მატჩს რეკორდული რაოდენობის ტელემაყურებელი ჰყავდა
„სათჰემპტონსა“ და „მანჩესტერ სიტის“ შორის გამართულ, ინგლისის ჩემპიონატის 33-ე ტურის მატჩს პრემიერლიგის ისტორიაში რეკორდული რაოდენობის მაყურებელი ადევნებდა თვალს.
პირდაპირ ეთერში ორი ინგლისური კლუბის დაპირისპირებას 5.7 მილიონი ადამიანი უყურებდა, – იუწყება BBC.
წყაროს ინფორმაციით, ეს რეკორდული მაჩვენებელია, რადგან პრემიერლიგის მრვალწლიან ისტორიაში არცერთ შეხვედრას უფრო მეტი ტელემაყურებელი არ ჰყოლია.