საუთჰემპტონი – მანჩესტერ სიტის მატჩს რეკორდული რაოდენობის ტელემაყურებელი ჰყავდა

15:00, 07.07.2020

„სათჰემპტონსა“ და „მანჩესტერ სიტის“ შორის გამართულ, ინგლისის ჩემპიონატის 33-ე ტურის მატჩს პრემიერლიგის ისტორიაში რეკორდული რაოდენობის მაყურებელი ადევნებდა თვალს.

პირდაპირ ეთერში ორი ინგლისური კლუბის დაპირისპირებას 5.7 მილიონი ადამიანი უყურებდა,  – იუწყება BBC.

წყაროს ინფორმაციით, ეს რეკორდული მაჩვენებელია, რადგან პრემიერლიგის მრვალწლიან ისტორიაში არცერთ შეხვედრას უფრო მეტი ტელემაყურებელი არ ჰყოლია.

მსგავსი