ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გარეტ საუტგეიტი უახლოეს პერიოდში ეროვნული გუნდის დატოვებას გეგმავს, – ამის შესახებ წერს HITC Football-ი.
წყაროს ცნობით, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ შესაძლებლობა მისცა საუტგეიტს, თავად მიიღოს გადაწყვეტილება ეროვნულ გუნდში საკუთარი მომავლის შესახებ. როგორც იტყობინებიან, 53 წლის სპეციალისტი ნაკრებიდან წასვლისკენ იხრება.
გარეტ საუტგეიტის ხელმძღვანელობით ინგლისის ნაკრები ორჯერ გავიდა ევროპის ჩემპიონატის ფინალში, მაგრამ ტიტულის მოპოვება ვერ მოახერხა.