მადრიდის „ატლეტიკოს“ ნახევარმცველმა, საულ ნიგესმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე კლუბიდან წასვლა დააანონსა.
25 წლის ფეხბურთელი აცხადებს, რომ 3 დღის შემდეგ სხვა გუნდის ფეხბურთელი გახდება.
საულ ნიგესი „ატლეტიკოში“ 2012 წლიდან ასპარეზობს. პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საულ ნიგესის შეძენა მანჩესტერულ კლუბებს, „იუნაიტედსა“ და „სიტის“ სურთ.