საულ ნიგესმა „ატლეტიკოდან“ წასვლა გადაწყვიტა

19:05, 31.05.2020

მადრიდის „ატლეტიკოს“ ნახევარმცველმა, საულ ნიგესმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე კლუბიდან წასვლა დააანონსა.

25 წლის ფეხბურთელი აცხადებს, რომ 3 დღის შემდეგ სხვა გუნდის ფეხბურთელი გახდება.

საულ ნიგესი „ატლეტიკოში“ 2012 წლიდან ასპარეზობს. პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საულ ნიგესის შეძენა მანჩესტერულ კლუბებს, „იუნაიტედსა“ და „სიტის“ სურთ.

მსგავსი