საულ ალვარესი გოლოვკინთან მესამე ბრძოლას დათანხმდა

20:25, 19.02.2020

საშუალო წონაში მსოფლიოს საკრივო ასოციაციის (WBA) ჩემპიონი, მექსიკელი საულ ალვარესი დათანხმდა მოლაპარაკებების დაწყებას საერთაშორისო საკრივო ფედერაციის (IBF) ვერსიით ჩემპიონთან, ყაზახ გენედი გოლოვკინთან მესამე ჩხუბის თაობაზე, – წერს ცნობილი საკრივო მიმომხილველი მაიკ კოპინჯერი.

ბრძოლა შეიძლება გაიმართოს სუპერსაშუალო წონის რანგში და მას უჩვენებენ სტრიმინგ-პლატფორმა DAZN-ის მეშვეობით.

გოლოვკინი და ალვარესი ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს რინგზე. პირველ ბრძოლაში დაფიქსირდა ფრე, მეორეში კი მსაჯების გადაწყვეტილებით მექსიკელმა მოკრივემ გაიმარჯვა.

მსგავსი