საუკეთესოთა დაჯილდოებაზე შეკრებილებს საქართველოს პრეზიდენტმა მიმართა
საუკეთესოთა დაჯილდოებაზე შეკრებილებს საქართველოს პრეზიდენტმა მიმართა

განთალების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ საუკეთესოთა დაჯილდოებაზე შეკრებილ აუდიტორიას საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიმართა.

„ჩემთვის  ძალიან დიდი პატივია თქვენთან, მთელ სპორტულ ქართულ სამყაროსთან ერთად ყოფნა. ძალიან დიდი მადლობა უნდა მოგახსენოთ ჩემი და ყველას სახელით, რადგან თქვენ მოუტანეთ საქართველოს  არა მხოლოდ წელს ძალიან დიდი სიამაყე. ძალიან ბევრჯერ აიწია საქართველოს დროშა 2018 წელს და მინდა, ვისურვო, რომ 2019 წელს ეს კიდევ უფრო ხშირად მოხდეს. ეს არის ჩვენი სახელმწიფოსთვის ძალიან დიდი რამ,  მსოფლიოში ჩნდება ქართული სპორტი, ჩნდება ქართული სახელმწიფო და მისი სიძლიერე. თქვენ ხართ ძალიან დიდი იმედი სახელმწიფოსი. სახელმწიფო დგას ბევრ რამეზე, მათ შორის კულტურასა და სპორტზე. ყველას გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს.  ველოდებით, რომ არა მხოლოდ 2019 წელს, არამედ 2020 წელს, ოლიმპიურ წელს, საქართველო იყოს პირველ პლანზე მსოფლიოში“, –  მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა ღონისძიების მონაწილეებს.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა 2018 წლის საუკეთესო პარალიმპიელი სპორტსმენები – ნინო ხეცურიანი (ფარიკაობა) და ზვიად გოგოჭური (ძიუდო) დააჯილდოვა.