საუდის არაბეთის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში მოთოვა.
მთიან რეგიონ ჯაბალ ელ ლაუზში ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაეცა, რაც ამ რეგიონისთვის იშვიათობაა. ტემპერატურის დაცემის შემდეგ კი, მოთოვა.
მოსახლეობა მათთვის იშვიათი მოვლენის ამსახველ ფოტო და ვიდეომასალას სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებს.