საუდის არაბეთმა სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოს ეზოს ჩხრეკაზე ნებართვა გასცა
საუდის არაბეთმა სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოს ეზოს ჩხრეკაზე ნებართვა გასცა

საუდის არაბეთის მთავრობამ სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოს რეზიდენციის ეზოს ჩხრეკაზე ნებართვა გასცა.

მანამდე თურქულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია , რომ გამომძიებლებს საკონსულოს რეზიდენციის ეზოში არ უშვებდნენ.

გუშინ მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოკლული ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის ცხედარი საკონსულოს რეზიდენციის ეზოში, ჭაში იპოვეს. ცხედარი დასახიჩრებული და დანაწევრებულია. თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად ამ დრომდე არ დასტურდება.

ჯამალ ხაშოგი 2 ოქტომბერს საუდის არაბეთის საკონსულოში შესვლის შემდეგ გაუჩინარდა. საუდის არაბეთის ხელისუფლება ჟურნალისტის გარდაცვალების მიზეზად საკონსულოში მომხდარ „ჩხუბს“ ასახელებს. მკვლელობის გამო დაკავებულია 18 პირი, საუდის არაბეთის დაზვერვის სამსახურიდან ორი მაღალჩინოსანი კი, გათავისუფლებულია. ჩხუბის ვერსიის არ სჯერათ თურქეთში. ანკარაში ამტკიცებენ, რომ ხაშოგი სპეციალური დანიშნულების რაზმის 15-მა წევრმა მოკლა, ცხედარი კი დაანაწევრა.