საუდის არაბეთის სახელმწიფო ტელევიზია ადასტურებს, რომ ჯამალ ხაშოგი მკვდარია
საუდის არაბეთის სახელმწიფო ტელევიზია ადასტურებს, რომ ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი მკვდარია – ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.
სახელმწიფო ტელევიზიაში განაცხადეს, რომ ჟურნალისტი ნამდვილად სტამბოლში, საკონსულოში „ჩხუბის შედეგად“ გარდაიცვალა.
ჯამალ ხაშოგი ორ ოქტომბერს სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში შესვლის შემდეგ გაუჩინარდა. თურქეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ხაშოგის სხეული მკვლელობის შემდეგ დაანაწევრეს და ამის დამადასტურებელი ჩანაწერიც არსებობს.