საუდის არაბეთის საელჩო შატილში მომხდარი ავარიის მსხვერპლთა ოჯახებს, საქართველოს მოსახლეობასა და მთავრობას სამძიმარს უცხადებს
საუდის არაბეთის საელჩო შატილში მომხდარი ავარიის მსხვერპლთა ოჯახებს, საქართველოს მოსახლეობასა და მთავრობას სამძიმარს უცხადებს

საქართველოში საუდის არაბეთის საელჩო შატილში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის მსხვერპლთა ოჯახებს, საქართველოს მოსახლეობასა და მთავრობას სამძიმარს უცხადებს. შესაბამისი განცხადება დიპლომატიურმა მისიამ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გაავრცელა. საელჩო ტრაგიკული შემთხვევის დროს დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.

„საქართველოში საუდის არაბეთის სამეფოს საელჩო უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს, საქართველოს მოსახლეობასა და მთავრობას შატილში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 ადამიანის დაკარგვის გამო და სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს დაშავებულებს“, – ნათქვამია საუდის არაბეთის დიპლომატიური მისიის განცხადებაში.

შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.

დატოვე კომენტარი