საუდის არაბეთის პრინცი „ნიუკასლს“ 300 მილიონ ფუნტ სტერლინგად შეიძენს
საუდის არაბეთის პრინცი „ნიუკასლს“ 300 მილიონ ფუნტ სტერლინგად შეიძენს

„ნიუკასლის“ მფლობელმა მაიკ ეშლიმ შეათანხმა პრემიერლიგის კლუბის გაყიდვა საუდის არაბეთის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდთან, რომელსაც სათავეში უდგას ტახტის მემკვიდრე პრინცი მუჰამედ ბენ სალმანი. მასთან ერთად გუნდშია საინვესტიციო ჯგუფი ბრიტანელი ფინანსისტის ამანდა სტეივლის ხელმძღვანელობით.

კონსორციუმი 300 მილიონ ფუნტ სტერლინგად შეიძენს კლუბში 80-პროცენტიან წილს, რომელსაც ეშლი 13 წელია ფლობს.

გაზეთ „მირორის“ ინფორმაციით, გარიგება უახლოესი ერთი თვის განმავლობაში უნდა დასრულდეს – სეზონის სავარაუდო განახლებამდე.

ეშლიმ „ნიუკასლი“ 2007 წელს 133 მილიონ ფუნტად შეიძინა.