საუდის არაბეთის მეფე კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინით აიცრა

00:33, 09.01.2021

საუდის არაბეთის მეფე სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.

„გარდიანის“ ცნობით, 85 წლის მონარქს კომპანია „ფაიზერის“ მიერ წარმოებული ვაქცინა გაუკეთეს.

ქვეყანაში ვირუსის 363 ათასზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული, მათგან ექვსი ათასზე მეტი ლეტალური აღმოჩნდა.

მსგავსი