საუდის არაბეთის მეფე - ირანის რეჟიმის პოლიტიკის წინააღმდეგ ძალისხმევა უნდა გავაერთიანოთ
საუდის არაბეთის მეფემ ევროკავშირს რეგიონში ირანის პოლიტიკის წინააღმდეგ მოქმედებისთვის ძალისხმევის გაერთიანებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ საუდის არაბეთის მონარქმა, ეგვიპტის ქალაქ შარმ ელ-შეიხში, ევროკავშირისა და არაბული სახელმწიფოების ლიგის პირველ ერთობლივ სამიტზე განაცხადა.
„ირანის რეჟიმის პოლიტიკა, შეიარაღებული ჯგუფების მხარდაჭერა, აგრესია და სხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევა ერთიან საერთაშორისო პოზიციას მოითხოვს, რომ დაცული იყოს კეთილმეზობლობის პრინციპები, საერთაშორისო სამართალი და ბოლო მოეღოს ბირთვულ და სარაკეტო პროგრამას“, – აღნიშნა საუდის არაბეთის მეფე სალმანმა.
ეგვიპტის ორდღიან სამიტზე ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს აფრიკიდან და აზიიდან ევროპაში არალეგალურ მიგრაციას, ცალკეულ სახელმწიფოებში არსებულ კრიზისებსა და პალესტინის პრობლემას განიხილავენ. ევროკავშირთან ერთად სამიტში მონაწილეობას 21 არაბული სახელმწიფო იღებს.