საუდის არაბეთის კლუბი „ალ ჰილალი“ ბრუნო ფერნანდეშს ანაზღაურების სახით წელიწადში 65 მილიონ ფუნტს სთავაზობს #1TVSPORT
საუდის არაბეთის კლუბი „ალ ჰილალი“ ბრუნო ფერნანდეშს ანაზღაურების სახით წელიწადში 65 მილიონ ფუნტს სთავაზობს #1TVSPORT

საუდის არაბეთის საფეხბურთო გრანდი „ალ ჰილალი“ კვლავ ცდილობს ბრუნო ფერნანდეშის გადაბირებას და პორტუგალიელ ფეხბურთელს სარეკორდო ანაზღაურებას სთავაზობს, – ინფორმაციას ჟურნალისტი ბენ ჯეიკობსი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, „ალ ჰილალმა“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ კაპიტანს კონტრაქტი წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, 30 წლის ნახევარმცველი წელიწადში 65 მილიონ ფუნტს მიიღებს – ანუ დაახლოებით 1.25 მილიონ ფუნტს ყოველ კვირას.

გავრცელებული ინფორმაციით, საუდის არაბეთის ჩემპიონი მზად არის დააკმაყოფილოს ფეხბურთელის ყველა პირადი მოთხოვნა. კლუბს სურს, რომ ტრანსფერი ფიფა-ს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატამდე განხორციელდეს, რომელიც ზაფხულის დასაწყისში გაიმართება.

ფერნანდეში „მანჩესტერ იუნაიტედის“ ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა. მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირზე 19 გოლი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემა შეასრულა. პორტუგალიელი ნახევარმცველი „წითელ ეშმაკებთან“ კონტრაქტით 2027 წლის ზაფხულამდეა დაკავშირებული.

როგორც ცნობილია, „მანჩესტერ იუნაიტედი“ ამ ეტაპზე ფეხბურთელის გაყიდვას არ აპირებს, თუმცა არაბული კლუბი ინგლისელებს წინადადებით მაინც მიმართავს.