საუდის არაბეთის, კატარისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერებმა დონალდ ტრამპს განუცხადეს, რომ ირანზე დარტყმის წინააღმდეგნი არიან
President Donald Trump speaks with Saudi Crown Prince Mohammed Bin Salman Al Saud after his arrival to King Khalid International Airport in Riyadh, Saudi Arabia, Tuesday, May 13, 2025. (Official White House Photo by Daniel Torok)
საუდის არაბეთის, კატარისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერებმა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს განუცხადეს, რომ ირანზე დარტყმის წინააღმდეგნი არიან.
გავრცელებული ინფორმაციით, სამი ქვეყნის ლიდერებმა ასევე უთხრეს ტრამპს, რომ მან უნდა გააგრძელოს მუშაობა ირანთან ბირთვული შეთანხმების მისაღწევად.
გავრცელებული ცნობით, კატარის ემირმა, თამიმ ალ ტანიმ, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, მოჰამედ ბინ ზაიედმა და საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა, მოჰამედ ბინ სალმანმა შეხვედრებზე განაცხადეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში მათი ქვეყნები ირანის სამიზნე გახდებიან.
პარალელურად, ამერიკული მედიის თანახმად, აშშ-ის ოფიციალური პირები შეშფოთებულნი არიან, რომ ისრაელმა, შესაძლოა, ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმები გაფრთხილების გარეშე განახორციელოს.