საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში მომხდარი აფეთქებების შემდეგ აეროპორტთან ხანძარი გაჩნდა
საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში მომხდარი აფეთქებების შემდეგ აეროპორტთან ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას გამოცემა „როიტერი“ ავრცელებს.
საუდის არაბეთის მედიის ოფისი დამატებით კითხვებს არ პასუხობს.
როგორც ცნობილია, საუდის არაბეთმა გასულ ღამეს დედაქალაქ ერ-რიადის გარშემო პოტენციური საფრთხის შესახებ სატელეფონო გაფრთხილება გაავრცელა.
„როიტერის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოში ასევე ჩანს შავი კვამლი, რომელიც საწვავის ავზების უკანა მხრიდან ამოდის, თუმცა ამ დრომდე უცნობია, რამ გამოიწვია აფეთქებები და რამდენად მასშტაბურია მისი ზიანი.
როგორც უცხოური მედია წერს, გასულ ღამეს გაცემული გაფრთხილება პირველი შემთხვევაა მას შემდეგ, რაც ივლისში იემენელი „ჰუსიტების“ დაჯგუფებამ საუდის არაბეთზე იერიშები მიიტანა.