საუდის არაბეთის დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Flynas-მა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში ფრენები განაახლა
საუდის არაბეთის დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Flynas-მა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში ფრენები განაახლა

საუდის არაბეთის დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Flynas-მა, ერთწლიანი პაუზის შემდეგ, 17 მაისს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში ფრენები განაახლა. ინფორმაციას „რავ ჯორჯია“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ავიაკომპანია ფრენებს თბილისისა და ბათუმის მიმართულებით რიადიდან, ჯედადან და დამამიდან შეასრულებს:​ ჯედა – თბილისი – ჯედა, ყოველ ორშაბათს ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას; დამამი – თბილისი – დამამი, ყოველ ორშაბათს ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას; რიადი – თბილისი – რიადი, ყოველ ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას; რიადი – ბათუმი – რიადი, ყოველ ორშაბათს ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას; ჯედა – ბათუმი – ჯედა, ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს; დამამი – ბათუმი – დამამი, ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს.

ფრენები Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

დატოვე კომენტარი