საუდის არაბეთი, შესაძლოა, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მფლობელად მოგვევლინოს. როგორც Saxo Bank იტყობინება, არაბი შეიხები 2024 წლის შუაში ნავთობზე ფასების ზრდის შემთხვევაში ტურნირის შეძენას გეგმავენ.
„საუდის არაბეთის ეკონომიკის რადიკალური რესტრუქტურიზაცია მიმართულია იქითკენ, რომ ქვეყანა არ იყოს დამოკიდებილი ნავთობიდან მიღებულ შემოსავლებზე და გადაიქცეს ტურიზმის, დასვენებისა და გართობის ცენტრად. ეს გეგმა დამატებით იმპულსს მიიღებს ნავთობზე ფასების მკვეთრი ზრდისგან, რომელიც მაღალი მოთხოვნის შემთხვევაში ბარელზე 150 დოლარს მიაღწევს.
აქედან გამომდინარე, საუდის არაბეთი ხედავს შესანიშნავ პერსპექტივას – ფიფა-ს დახმარებით შეიძინოს უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთო ტურნირია მსოფლიოში“, – წერია სტატიაში.
Saxo Bank აღნიშნავს, რომ საუდის არაბეთში შეუძლიათ ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი გლობალურ საფეხბურთო ჩემპიონატად აქციონ.