საუდის არაბეთი პაკისტანში 20 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს
საუდის არაბეთი პაკისტანში 20 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. ორ ქვეყანას შორის შეთანხმებას ტახტის მემკვიდრის, მუჰამედ ბინ სალმანის ისლამაბადში ვიზიტის დროს მოეწერა ხელი.
მუჰამედ ბინ სალმანის თქმით, ეს მხოლოდ დასაწყისია. ინვესტიცია ენერგეტიკულ სფეროს და სოფლის მეურნეობას მოიცავს.
ასევე, ცნობილი ხდება, რომ საუდის არაბეთი პაკისტანს ნედლი ნავთობითა და სხვა ნავთობპროდუქტებით მოამარაგებს.