საუდის არაბეთი ჯამალ ხაშოგის მკვლელობაში ეჭვმიტანილების თურქეთისთვის გადაცემას არ აპირებს
საუდის არაბეთი ჯამალ ხაშოგის მკვლელობაში ეჭვმიტანილების თურქეთისთვის გადაცემას არ აპირებს

ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობაში ეჭვმიტანილებს საუდის არაბეთი თურქეთს არ გადასცემს. საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ადელ ალ-ჯუბეირის განცხადებით, ხელისუფლებას ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებით სიმართლის სრულად გაგება სურს და არაფერს დამალავს.

5 დეკემბერს თურქეთის სასამართლომ საუდის არაბეთის დაზვერვის სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, გენერალ ახმედ ასირის და მემკვიდრე პრინცის ყოფილი მრჩევლის, საუდ ალ-ქახტანის დაკავების ორდერი გასცა. აღნიშნულ პირებს ხაშოგის მკვლელობაში მონაწილეობა ედებათ ბრალად.

ნოემბრის ბოლოს სტამბოლის სასამართლომ საუდის არაბეთის 15 მოქალაქის დაკავების ორდერი გასცა. ანკარამ ერ-რიადს აღნიშნული პირების ექსტრადაციის თხოვნა გაუგზავნა.