სატვირთო მანქანაში მიგრანტების გარდაცვალების საქმეზე ბელგიასა და საფრანგეთში 26 ადამიანი დააკავეს
სატვირთო მანქანაში მიგრანტების გარდაცვალების საქმეზე ბელგიასა და საფრანგეთში 26 ადამიანი დააკავეს

სატვირთო მანქანაში მიგრანტების გარდაცვალების საქმეზე ბელგიასა და საფრანგეთში 26 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ „ბიბისი“ იტყობინება.

39 ვიეტნამელი მიგრანტის ცხედარი სატვირთო მანქანაში 2019 წლის ოქტომბერში დიდ ბრიტანეთში აღმოაჩინეს.

სატვირთო მანქანა დიდ ბრიტანეთში ბელგიიდან, ბორანით ჩაიყვანეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ყველა მიგრანტის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია და ჰიპოთერმია გახდა.

როგორც „ევროჯასტის“ განცხადებაშია ნათქვამი, პოლიციამ რეიდები 26 მაისის დილით ჩაატარა. ოპერაციაში დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ბელგიისა და ირლანდიის სამართალდამცავი ორგანოები მონაწილეობდნენ.

13 ადამიანი დაკავებულია ბრიუსელში, 13 კი – პარიზში. მანამდე გამოძიების ფარგლებში მიგრანტების გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს, მათ შორის სატვირთო მანქანის მძღოლი, რომელიც გასულ თვეში არაგანზრახ მკვლელობაში ბრალი აღიარა.