სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები დღეიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ
სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები დღეიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ

სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები დღეიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ.

აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, 11 მაისს მიიღეს.

საბჭოს გადაწყვეტილებით, უქმე დღეების დროს დაწესებული შეზღუდვები დღეიდან, 13 მაისიდან იხსნება. დღეიდან აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობაც.

ამასთან, კვლავ ძალაში რჩება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.