სასწაულია, დიდება ბიჭებს, მათ მთავარი ფავორიტი სახლში გაუშვეს - ხორვატიის ნაკრების მწვრთნელმა ბრაზილიასთან გამარჯვებაზე ისაუბრა #1TVSPORT
ხორვატიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზლატკო დალიჩი: „ეს გამარჯვება სასწაულია – დიდება ბიჭებს, რომლებმაც ბრწყინვალე მატჩი ჩაატარეს და მთავარი ფავორიტი სახლში გავუშვით. ეს არის ხორვატიის ნაკრების ნამდვილი სახე – როცა გვჭირდება, ჩვენ ასე ვთამაშობთ! მე ვთქვი, რომ ჩვენი დაუფასებლობა არასდროს არ შეიძლება. წარმოუდგენლად ვამაყობთ საკუთარი გუნდით, მაგრამ ეს არ არის დასასრული.
ეს არის მთელი ხორვატიისა და ჩვენი ფეხბურთელების გამარჯვება. მოედანზე ყველამ მაქსიმუმი გასცა. მადლობა მათაც, ვინც სათადარიგოთა სკამზე იყო და ამ გამარჯვებას მოედანზე მყოფებთან ერთად განიცდიდნენ“, – ციტირებს დალიჩს ხორვატული გამოცემა Sportske Novosti.
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ხორვატიის ნაკრები ნიდერლანდები-არგენტინის წყვილის გამარჯვებულთან ითამაშებს. მატჩი 13 დეკემბერს გაიმართება.